მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’როსელხოზნადზორი" ქართულ ხილსა და ბოსტნეულს აკონტროლებს

5d11c8ad4cc0a
მიხეილ ხაჩიძე
25.06.19 11:15
1606


საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ მცენარეულ პროდუქციაში რაიმე სერიოზული დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა- ამის შესახებ განცხადება „როსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანმა იულია მელანომ გააკეთა.


მისი განმარტებით, საქართველოდან რუსეთში ძალიან ცოტა რაოდენობის ხილი და ბოსტნეული შედის, თუმცა მათაც ჩვეულებისამებრ სტანდარტული წესით აკონტროლებენ.

"საქართველოდან მოწოდებული მცენარეული პროდუქციის წილი მცირეა. პროდუქციაში ბოლო დროს რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. „როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან შემოსული პროდუქციის კონტროლს სტანდარტული სამუშაო წესით განაგრძობს“ - განაცხადა მელანომ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა. როგორც მარეგულირებელში განმარტეს, საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე ხარისხის  კონტროლს ამკაცრებენ.