მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

5d6223194c678
დავით ჯალაღონია
25.08.19 14:20
1291
"საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 120 მილიონ 794 ათასი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე (280 მლნ 557.5 ათასი აშშ დოლარი) 56.9%-ით ნაკლებია.

BM.GE-მ "საქსტატიდან" იმ ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალი გამოითხოვა, საიდანაც საქართველოში ენერგეტიკაში FDI შემოდის.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2013 წლიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩეხეთიდან განხორციელდა. მას მოყვებიან ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კორეის რესპუბლიკა და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ქვეყნების ჩამონათვალი FDI–ის მიხედვით:
($ ათასი)

1. ჩეხეთი - 374,975.9
2. ნიდერლანდები - 170,959.0
3. ლუქსემბურგი - 127,521.2
4. კორეა - 127,050.9
5. საერთაშორისო ორგანიზაციები – 101,343.9
6. თურქეთი - 100,272.8
7. აზერბაიჯანი – 38,619.0
8. ყაზახეთი – 16,918.9
9. რუსეთი – 12,467.4
10. ავსტრია – 12,453.6