მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

5d32ec4bc6eac
ანუკა ჯოხაძე
20.07.19 18:40
3396
აფრიკა - აზიის ბანკის მკვლევარები მომავალი 10 წლის განმავლობაში გლობალური სიმდიდრის 43%-ით გაზრდას ვარაუდობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ 2028 წელს გლობალური სიმდიდრე 291 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ზრდაში დიდ როლს აზიური ქვეყნები ითამაშებს.

პირველი ქვეყანა ვიეტნამია, რომლის მოქალაქეებიც მომავალი 10 წლის განმავლობაში 200%-ით გამდიდრდებიან. განსაკუთრებული ზრდა კი ისეთ სექტორებში დაფიქსირდება როგორებიცაა ადგილობრივი ჯანდაცვა, IT და საფინანსო სექტორები.

გამდიდრდება ინდოეთის მოსახლეობაც. ეს ის ქვეყანაა, სადაც მაღალშემოსავლიანი ანტერპრენერების დიდი რაოდენობაა. ინდოეთში კი ზრდა საფინანსო, უძრავი ქონების, ჯანდაცვის და მედია სექტორებში იქნება. ინდოელები 180%-ით გამდიდრდებიან.

მესამე ქვეყანა რეიტინგში შრი ლანკაა. 2028 წლისთვის შრი ლანკას მოსახლეობა 150%-ით გამდიდრდება. ზრდა დაფიქსირდება ტექნოლოგიებში, წარმოებაში, უძრავ ქონებაში, ჯანდაცვასა და საფინანსო სექტორებში.

მეოთხე ადგილზეა მავრიკი, რომელიც უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ ქვეყანაში ბიზნესმეგობრული გარემოა, შესაბამისად, ბიზნეს საქმიანობის წამოწყება არც თუ ისე რთულია. ქვეყანას 2028 წლისთვის 130%-ით გამდიდრებას უწინასწარმტყველებენ.

და ბოლოს აფრიკა - აზიის ბანკის ექსპერტები ჩინეთის 120%-ით გამდიდრებასაც ვარაუდობენ. განსაკუთრებული ზრდა კი საფინანსო, გასართობ, IT-სა და ჯანდაცვის სფეროებში იქნება. როგორც აღმოჩნდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანა მნიშვნელოვან შემოსავალს ჩინური ფილმებიდან მიიღებს