მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კატეგორიის (A, B) ნებართვებით მოძრაობა სურთ ტაქსის მძღოლებს – გამოკითხვის შედეგები

5d638504a87be
BM.GE
26.08.19 11:35
872
სერვისი "მაქსიმის" სპეციალისტებმა სტატისტიკა შეადგინეს, რომლის მიხედვითაც ტაქსის მძღოლების 91% В კატეგორიის მინიჭებას ირჩევს (ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლების გარეშე), A კატეგორიის მიღება კი 9% სურს.

როგორც კომპანიიდან BM.GE-ს აცნობეს, მონაცემები 800-ზე მეტ ლიცენზირებულ, თბილისში „მაქსიმის" სერვისით მოსარგებლე ტაქსის მძღოლის არჩევანს ეყრდნობა.

"უმრავლესობის განმარტებით, მათთვის აპლიკაციის ან ტელეფონის მეშვეობით მომსახურების გაწევა გაცილებით კომფორტული და მომგებიანია. ამდენად, A კატეგორიის პრივილეგიებით სარგებლობისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა არ უღირთ.

მოგეხსენებათ, თეთრად ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდებოდა, რომლებმაც 2018 წლის 11 ოქტომბრამდე აიღეს ლიცენზია ან მათზე, ვინც 2019 წლის 1 იანვრამდე მიიღეს ნებართვა და მათი ავტომობილი იყო არაუმეტეს 15 წლისა. სხვა შემთხვევაში კი, მძღოლებს A კატეგორიის მისაღებად დაახლოებით 2000 ლარის დახარჯვა უწევთ", –მოცემულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.