მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია არ გამორიცხავს ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს

5d36b8eaed201
BM.GE
23.07.19 11:40
900
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების გამო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ტარიფების ზრდა გამორიცხული არ არის, თუმცა ეს მოსალოდნელია გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენადაც ქვეყანაში მოხმარება იზრდება, გენერაციის ობიექტები კი საკმარისი არ არის.

დეპუტატმა ლარის კურსის მერყეობაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ წესით კურსი უნდა დასტაბილურდეს, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები "დაზიანებული არ არის".

"ადამიანი, რომელსაც 100 ლარიც თუ ჰქონდა გადანახული, წავა და ამითაც ფიქრობს, რომ დოლარი შეიძინოს, რადგანაც მიმდინარე მოვლენების გამო ელოდება, რომ შეიძლება გაუფასურება მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უკვე მოქმედებს ლარზე და მის დეფიციტს ქმნის, მაგრამ ეს არ არის გრძელ ვადაში გაგრძელებადი მდგომარეობა. დანარჩენი ფაქტორები არ არის დაზიანებული. ველოდები, რომ (ლარი) დასტაბილურდება.

რაც შეეხება ტარიფს, ტარიფის ზრდა გამორიცხული არ არის ისეთ ქვეყანაში, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება დიდი ტემპებით იზრდება. როდესაც შენ ვერ აწარმოებ ელექტროენერგიას და როდესაც იმპორტი იზრდება და ამაზე დამოკიდებული ხდები, აქ დივერსიფიცირებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

შეიძლება მრავალი შემომტანიდან შემოიტანო, მაგრამ თუ მოხმარება სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ეს მატება(ტარიფის გაძვირება) გამოიწვიოს. მაგრამ ამ წუთას პირდაპირ ამის თქმა არ შეიძლება",-აცხადებს კაკულია.