24.მარტი .2016 15:24

როკფელერების ოჯახის ფონდი ნავთობპროდუქტების მომპოვებელ კომპანიებს ემიჯნება

views 1930
უკან

როკფელერების ოჯახის ფონდმა ნავთობპროდუქტების მომპოვებელი კომპანიებიდან გამოსვლაზე განაცხადა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.
 
"არ არსებობს რაციონალური დასაბუთება კომპანიებისთვის, რომ მათ გააგრძელონ ახალი წყაროების შესწავლა.

იმის მაგივრად, რომ ჩვენ მოვიძიოთ ახალი წყაროები, უნდა ვიზრუნოთ არსებული რეზერვების შენარჩინებაზე, რათა გადარჩეს ბუნებრივი ეკოსისტემა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როკფელერების ფონდი ასევე განმარტავს, რომ ემიჯნება Exxon Mobil Corp-ს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ კლიმატის ცვლილებების რისკებზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ფონდი კომპანიის ქცევას "მორალურად დასაგმობს" უწოდებს.

"ნავთობის და სხვა ენერგომატარებელი პროდუქტების" მომპოვებელი კომპანიების წილის გაყიდვას როკფელერების ოჯახი უახლოეს მომავალში გეგმავს.

ჯერ კიდევ 2008 წელს, როკფელერების ოჯახის ფონდმა კომპანიას მოუწოდა ალტერნატიურ წიაღესიულში ინვესტირება გაეზარდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფონდი ემიჯნება კანადური ნავთობის ათვისებასაც.

განცხადების გავრცელების შემდეგ, Exxon Mobil-ის აქციების ფასი 0,4 პროცენტით დაეცა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს როკფელერების ოჯახის ფონდის კიდევ ერთმა კომპანიამ Rockefeller Brothers Fund-მა განაცხადა წიაღისეული საწვავის ბიზნესიდან გასვლის შესახებ.