21.ივლისი .2019 12:55

როგორია მომავალი სტარტაპერების ინტერესები საგრანტო კონკურსის მიხედვით?

views 532
უკან

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ავრცელებს.

"დასრულდა განაცხადების მიღება 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მივიღეთ უპრეცედენტო რაოდენობის განაცხადები! სულ შემოვიდა 195 აპლიკაცია, რაც 60 განაცხადით მეტია წინა ნებისმიერ კონკურსთან მიმართებაში.

ინდუსტრიების მიხედვით განაცხადები ასე გადანაწილდა:

1) საინფორმაციო ტექნოლოგიები, გეიმინგი, მედია - 91 - 46.67%
2) საკონსულტაციო და სხვა სერვისები - 28 - 14.36%
3) ხელოვნური ინტელექტი - 14 - 7.18%
4) მექანიკური და სამოქალაქო ინჟინერია - 14 - 7.18%
5) სოფლის მეურნეობა და კვების პროდუქტები - 12 - 6.15%
6) კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრონიკა - 12 - 6.15%
7) ბიოტექნოლოგიები, ჯანდაცვა, ფარმაცევტიული - 10 - 5.13%
8) ხელოვნება და მოდა - 7 - 3.59%
9) ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მწვანე ტექნოლოგიები - 5 - 2.56%
10) ქიმიური ინჟინერია და ნანოტექნოლოგიები - 2 - 1.03%

წარმატებები თოთოეულ სტარტაპს!", – წერს ავთანდილ კასრაძე Facebook–ის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა