მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს LSE-ზე

5cbca8fb2f7ce
ლევან თაღიაშვილი
21.04.19 21:00
758
როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს LSE-ზე?

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის 320 460 აქცია გაიყიდა 5 მილიონ 349 ათას ფუნტად, Georgia Capital-ის 216 000-აქციაზე მეტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კი, 30 109 აქცია გასხვისდა. რაც შეეხება თიბისი ბანკს მისი 141 641 აქცია გაიყიდა 2.1 მილიონ ფუნტად. 

ქართულ კომპანიებს პოზიტიური კვირა არ ჰქონიათ, რადგან მათი 1 აქციის ფასი და საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირებულია. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 819 მილიონი ღირს, Georgia Capital 386 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - 269 მილიონად, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 836 მილიონია.

რაც შეეხება კლებას, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 1 აქციის ფასი 1 კვირის განმავლობაში 7.66%-ით შემცირდა, Georgia Capital-ის - 4.31%-ით, თიბისი ბანკის - 2.31%-ით, საქართველოს ბანკს კი, 0.83%-იანი კლება ჰქონდა.