11.სექტემბერი .2019 15:05

როგორი იქნება „რადიოქალაქი“ მუხიანში - კლიპი

views 6374
უკან

„რადიოქალაქის“ პროექტს თემურ უგულავას ბიზნეს-ჯგუფი განახორციელებს.

საქმე იმაშია, რომ „რადიოქალაქის“ პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია “ინდუსტრიულმა ქალაქმა“ გაიმარჯვა და ტერიტორია, რომლის საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარი იყო, 23.3 მლნ ლარად შეიძინა.

შპს “ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი კი, ვალერი ჩეხერიაა.

თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს. “სითი ლოფტი” ამავდროულად ფლობს “აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის სასტუმრო სტამბასა და სხვა ობიექტებს.

„რადიოქალაქის“ აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი არსებული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.




„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა