23.მაისი .2019 18:29

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები ჭავჭავაძის გამზირზე – ფოტოები

views 2902
უკან

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე სანაგვე ურნების მიწისქვეშ ჩატანას გეგმავს.

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები? – BM.GE თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ რენდერებს გთავაზობთ.




შეგახსენებთ, რომ როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი საპილოტე იქნება.

"საპილოტე პროექტად მინდა განვახორციელოთ ის, რომ სანაგვე ურნები, რომელიც დგას ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიწის ქვემოთ ჩავიტანოთ.

ეს პროექტი ბევრ განვითარებულ ქალაქში არის გაკეთებული. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, ჩვენ ქალაქში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ვიზუალურად არ არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე სანაგვე ურნები.

ახალი პროექტის მიხედვით ურნები ღია და თვალში საცემი არ იქნება. სისუფთავე იქნება, იქნება მოწესრიგებული; ეს შესაძლოა, სეპარირების სახითაც გავაკეთოთ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება ამ მიმართულებით წასვლა. ამიტომ მოდი, დავიწყოთ ჭავჭავაძით, რადგან მთლიანად ვაპირებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას და ა.შ. ასე რომ, გააკეთეთ - მე მგონი, მაგარი პროექტი გამოვა", - მიმართა კალაძემ გუნდს.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალში სხვა რეაბილიტირებულ ქუჩებზე და გამზირებზეც განხორციელდება.

შეგახსენებთ, თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა