18.დეკემბერი .2015 16:29

როგორი იქნება ბათუმის ახალი ბულვარი (ვიდეო)

views 3859
უკან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის სამუშაო ვერსიის ამსახველ ვიდეო მასალას აქვეყნებს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. ბულვარს თავის ისტორიაში პირველად განვითარების გეგმა ექნება. ახალი დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა