05.მაისი.2016 17:49
საფინანსო სექტორი

როგორ უნდა დარეგულირდეს, მიკროსაფინანსოები და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები

როგორ უნდა დარეგულირდეს, მიკროსაფინანსოები და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები
უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა რეგულირდებოდეს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები (მისო-ები) და On-Line – სესხების კომპანიები, მაგრამ კონკრეტული პასუხი მიღებული ჯერ არ არის – არც ეროვნული ბანკიდან და არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან.
 
საკრედიტო დაწესებულებების რეგულირება ცალსახად აუცილებელია – მაგრამ როგორ და რა პრინციპებით?

მისო-ები დღეისათვის იმყოფებიან – მარეგულირებელი და ნორმატიული ნორმების „აფსაიტში“ და ბუნებრივია, რეგულირების თაობაზე მათი მოთხოვნები განპირობებულია მათივე ინტერესით, რომელიც მდგომარეობს დეპოზიტების (ანაბრების) მოზიდვის უფლების მიღებაში.

რა საკვირველია, ეს საკითხი მხოლოდ ეროვნული ბანკის კომპეტენციაშია, მაგრამ აქ საჭიროა შესაბამისი დონის კომპეტენტურობაც.

იმდენად, რამდენადაც რეგულირების საკითხებთან მიმართებაში, თვით მისო-ები წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეს – ეროვნულმა ბანკმა უპირობოდ უნდა გაითვალისწინოს მათი წინადადებები – მაგრამ მხოლოდ გაითვალისწინოს.

უშუალოდ რეგულირების სტანდარტების შემუშავება უნდა დაევალოს "დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს“ – მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი „ფაქიზი“ საკითხი, რომელთა სწორად შეფასებისათვის და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა მრავალმხრივი ანალიზი და ეკონომიკური პროცესების (და არა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულებების ფინანსების კუთხით) სიღრმისეული ცოდნა.

მაგალითად:

– რა დონემდე უნდა გაიზარდოს მისო-ების კაპიტალის მინიმალური ოდენობა (დღეისათვის არსებული ნორმაა – 250 ათასი ლარი, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი)?

– მისო-ების კაპიტალიზაციის (კაპიტალის ოდენობის) შესაბამისად – რამდენად შეიძლება აღემატებოდეს მიღებული დეპოზიტების ოდენობა, მისო-ების საკუთარი კაპიტალის მაჩვენებელს (დღეისათვის მოზიდული სახსრები აღემატება კაპიტალის მაჩვენებელს 5 – ჯერ)?

– უნდა გავზარდოთ, თუ პირიქით შევამციროთ – ერთ მსესხებელზე გასაცემი სესხის მაქსიმალური ოდენობა (ამასთან დაკავშირებითაც არსებობს სხვა და სხვა მოსაზრებები)?

– დავაწესოთ, თუ არა „ღია სავალუტო პოზიციის“ ლიმიტები?

– დაუშვათ, თუ არა გაცემული სესხების რეზერვირება და მოზიდული დეპოზიტების სარეზერვო ნორმები? და თუ დაშვებული იქნება – რა კრიტერიუმის მიხედვით და რის საფუძველზე?

ერთის მხრივ მისო-ების რეგულაციების შემოღება განაპირობებს მათ ფინანსურ გამჭვირვალობას (რაც ხელსაყრელია კრედიტორების და ინვესტორების მოსაზიდათ) და მეორეს მხრივ, მისცემს მათ დეპოზიტების მიღების და საკრედიტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების საშუალებას.

ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებადია, მაგრამ რა უყოთ On-Line – სესხების კომპანიებს?

ცალკე რეგულაციები შევიმუშაოთ, თუ როგორ მოვიქცეთ?

პრაქტიკულ ჭრილში ეს საკითხი რომ განვიხილოთ, კონკურენციის თვალსაზრისით მისო-ები წამგებიან მდგომარეობაში „ჩავარდებიან“ (მათი მხრიდან, ფინანსური ნორმატივების აუცილებელი დაცვის პირობებში).

ამიტომ, რეგულირების საკითხთან მიმართებაში, უნდა შეიცვალოს კონცეფტუალური მიდგომა – ინსტიტუციალურ რეგულირებასთან ერთად, უნდა იყოს დარეგულირებული უშუალოდ საკრედიტო საქმიანობა.

საკრედიტო საქმიანობა უნდა გახდეს ლიცენზირებადი (და ეს პირველ რიგში ეხება On-Line – სესხების კომპანიებს).

რას მოიცავს საკრედიტო საქმიანობის რეგულირება?

პირველ რიგში ეს არის:

– ე.წ. „ეფექტიანი“ საპროცენტო განაკვეთის „მცურავი“ ზემოთა ზღვარის დაწესება და ამ განაკვეთის ხელშეკრულებაში უცილებელი დაფიქსირების ვალდებულება;

– წინსწრებით სესხის დაფარვის უფლება – ყოველგვარი საკომისიოს გარეშე და შესაბამისი გადაანგარიშებით (სესხით სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით);

– ვადაგადაცილებული სესხების რესტრუქტურიზაციის ოფცია და სესხის ეტაპობრივად (და ნაწილ-ნაწილ) დაფარვის შესაძლებლობა;

– სესხის დაფარვის ვადაგადაცილებაზე – საურავის მაქსიმალური ოდენობის ლიმიტირება;

მხოლოდ ესეთი მიდგომის შედეგად, ჩვენ შეიძლება გამოვიდეთ იმ „საკრედიტო ქაოსის“ მდგომარეობიდან, რომელშიაც უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით.

ამისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი და მთავარი რამ – ეს არის ადექვატური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებსაც იმის უნარი გააჩნიათ, რომ საკრედიტო საქმიანობის სფეროში რეგულირების მიმართულებით – მოამზადონ ნორმატიული დოკუმენტაციის ისეთი პაკეტი, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს მსესხებელთა უფლებებს და მეორეს მხრივ, გაითვალისწინებს საკრედიტო დაწესებულებების ინტერესებს – სამართლიანი კონკურენციის პირობების დაცვით.

"ბანკები და ფინანსები"

19.ივლისი.2019 12:50
378

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:26
275

სებ-ი ADB-ის მიერ ლარის ობლიგაციების გამოშვებას მიესალმება

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:47
93

საბკულტურა - ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:00
741

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
54

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
486

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად