16.მაისი.2019 16:20
ეკონომიკა

როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა საქართველოში - კრისტინ ლაგარდის პასუხი

როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა საქართველოში - კრისტინ ლაგარდის პასუხი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ყაზახეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, bm.ge-ის შეკითხვას უპასუხა.

კერძოდ, bm.ge დაინტერესდა -  რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს.

როგორც კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის სწორი ინვესტიციებია საჭირო, მათ შორის, განათლების რეფორმაში, რაზეც დილით ამავე ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ისაუბრა.

“ბევრ მიმართულებაში საქართველო ამკვიდრებს ძალიან კარგ სტანდარტებს. ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კარგი მმართველობის პრინციპები, ასევე, გადასახადების ადმინისტრირების მიმართულებით.

ვხედავთ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ასე გაგრძელდება, რადგანაც ეს კარგი პრაქტიკაა, რომელიც უნდა გააგრძელოს საქართველომ.

ეკონომიკის ზრდა საქართველოში საკმაოდ ძლიერი იყო. ეს იყო 4,7% გასულ წელს და წელს პროგნოზი 4,6%-ია, რაც იზრდება 2020 წლისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ მდგრად ზრდას ხელს შეუწყობს სწორი ინვესტიციები, მაგალითად, როგორიცაა ინვესტიცია განათლებაში, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა”, - აცხადებს კრისტინ ლაგარდი.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

19.აგვისტო.2019 21:00
93

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
3242

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
101

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
203

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
127

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად