მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ ტაბელების რეგულაცია შეიძლება შეიცვალოს

BM.GE
26.10.22 11:16
362
ე.წ ტაბელების წარმოების რეგულაცია მისი ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს. ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ გასული წლის 1 მარტიდან მოქმედებს. ეს რეგულაცია კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად. 

ტაბელი, როგორც ხარვეზი შრომის კანონმდებლობაში იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გასულ კვირას საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრაზე დაისვა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოზე ღიად თქვა, რა პრობლემას უქმნის ეს ნორმა კერძო სექტორს. ამაზე იყო საუბარი ასევე დამსაქმებელთა ასოციაციასა და შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრაზეც. 

"კომპანიებისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ფორმა უნდა გამარტივდეს, გახდეს ნაკლებად ბიუროკრატიული და ამასთანავე, გაიმართოს ის ელექტრონული სისტემა, სადაც მონაცემების ასახვა ხდება” - ასეთია დღეს ბიზნესის პოზიცია. 

როგორც ცნობილი გახდა, ე.წ ტაბელების წარმოების პროცესში ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს, თუმცა რა იცვლება მთავარი ინსპექტორი ჯერჯერობით ამაზე არ საუბრობს. 

რეალურად რა პრობლემებს ქმნის პრაქტიკაში ტაბელების წარმოება ბიზნესისთვის და რა შეიძლება შეიცვალოს მოქმედ ნორმაში? 

სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი;