მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოხდება საპენსიო დანაზოგების მართვისას რისკების კონტროლი

5d31710c1fda5
BM.GE
19.07.19 11:27
766
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, მთავარი რისკის ოფიცრისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

სურგულაძის განცხადებით, ეს პოზიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ თანამდებობებზე მაღალი რანგის პროფესიონალები უნდა შეირჩნენ.

"რისკის კონტროლი მოხდება თითოეული ტრანზაქციის დონეზე. დაითვლება პორტფელის რისკის პროფილი და შედარდება იმ რისკის ლიმიტებს, რომელიც გაწერილი იქნება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში. ეს პრინციპები იქნება მკაცრად დაცული.

რისკის კომიტეტი დასაწყისში სამი პროფესიონალისგან იქნება შედგენილი. მთავარი რისკის ოფიცერი უშუალოდ უხელმძღვანელებს სტრუქტურას, ხოლო მის ქვემოთ იქნება რისკის კონტროლის სამსახური, რომელიც იმ ამოცანებს ამოხსნის, რომელიც იქნება ყოველდღიურად დასმული“", – განმარტა სურგულაძემ.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რისკის კომიტეტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეიქმნება, რომელიც მუშაობის პროცესში დასავლურ და უახლეს მეთოდოლოგიებს გამოიყენებს.

სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო საბჭოს წევრების თბილისში სამუშაო ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სამუშაო დღეები საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ახლა კი მათთან კომუნიკაცია დისტანციურად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.