მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა რეგულაციები იმ პროდუქციის იმპორტზე, რომელიც საქართველოში განვადებით იყიდება?

5c99cbbbad424
ანუკა ჯოხაძე
26.03.19 10:48
638
„თებერვალში, იმ პროდუქციაზე, რომელიც განვადებით იყიდება, ზრდის ტემპები შენელებულია“, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 იანვარს ამოქმედებულმა ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვანი გავლენა ავტომობილების და ტელეფონების იმპორტზე იქონია.

ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ანალიტიკოსი ამბობს, რომ თებერვალში იანვართან შედარებით ავტომობილების იმპორტი 19%-ით არის შემცირებული, ტელეფონების შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 33%-ია.

„მიუხედავად იმისა, რომ მანქანების ექსპორტი გაზრდილია 34%-ით, იმპორტი დაახლოებით, 19%-ით გვაქვს შემცირებული; საბანკო რეგულაციების კუთხით რომ შევხედოთ, თებერვალში უკვე ვხედავთ საქონლის იმპორტის შემცირებას, რომლებსაც რეგულაციები შეეხო. ნაწილობრივ მანქანების იმპორტის კლება რეგულაციის გავლენა იყო, აგრეთვე ტელეფონების იმპორტში გვაქვს მნიშვნელოვანი კლება, 33%-იანი. სხვა პროდუქციასაც რომ შევხედოთ, რაც ძირითადად განვადებით იყიდება, იანვართან შედარებით, ზრდის ტემპები თებერვალში არის შენელებული; მიზანიც ეს იყო, რომ შენელებულიყო, უბრალოდ რამდენად გაღრმავდება ეს კლების ტემპი და ზოგადად, რა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე, ამას აქვს მნიშვნელობა. ერთია მაკრო დონეზე რას დავინახავთ და მეორეა - კომპანიების დონეზე“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა, თუმცა ისიც დასძინა, რომ გასულ თვეში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა.

„მრეწველობას კი, დიდი წილი აქვს ეკონომიკაში. ამან შესაძლოა, მთლიანად დააბალანსოს ვაჭრობაში განვადებების კლება“, - აღნიშნა Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.