მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის განთავსდება Bitfury საფონდო ბირჟაზე - კომპანიის პასუხი

5c261ac040047
ლევან თაღიაშვილი
30.12.18 12:00
1574

BM.GE დაინტერესდა, როდის განთავსდება Bitfury-ის საფონდო ბირჟაზე, რაზეც Bitfury-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ეფრემ ურუმაშვილი აცხადებს, რომ "ყველაფერი ბაზარზე იქნება დამოკიდებული".

„ყველაფერი ბაზარზე იქნება დამოკიდებული, რაიმე სხვა ფაქტის თქმა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. თუ კომპანია მისაღებ ფასში არ გაიყიდა, თვითმიზანი არ არის მხოლოდ საფონდო ბირჟაზე განთავსება. მიზანია, ახალი კაპიტალის მოზიდვა, ეს კი მაშინ ხდება, როცა ბაზარი კარგ მდგომარეობაშია", - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Bitfury, შესაძლოა, კრიპტო მაინინგის პირველი კომპანია გახდეს ევროპაში, რომელიც აქციებს განათავსებს საფონდო ბირჟაზე და თუ ეს მოხდება მისი ფასი დაახლოებით, $3 მილიარდიდან $5 მილიარდამდე იქნება.