02.ივლისი.2019 20:00
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

„როცა ლარი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, არ ვიცი, სავალუტო ინტერვენცია რას ემსახურება“

„როცა ლარი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, არ ვიცი, სავალუტო ინტერვენცია რას ემსახურება“
„როცა ლარი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, სავალუტო ინტერვენცია რას ემსახურება, არ ვიცი“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე საუბრისას და ამ კონტექსტში სებ-ის პოლიტიკის შეფასებისას განუცხადა.

ივა ჭყონიას მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შევსებაზე ზრუნვა ბიზნესს მხოლოდ ავნებს.

„იმ ფონზე, როცა ქართული ლარი არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში და მთავრობის გარკვეული წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევები და ამ დროს ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს და ყიდულობს დოლარს, ეს არის შეუთანხმებელი ქმედება და არ ვიცი, რას ემსხურება თუ არა იმას, რომ ეს ბიზნესს მხოლოდ და მხოლოდ ავნებს და ბიზნესისთვის მოაქვს ფინანსური ზიანი; როცა ასეთი კრიზისია ქვეყანაში და საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ კომპანიებს არსებობა, არ ვიცი, ასეთი პოლიტიკა რამდენად დადებითად აისახება ბიუჯეტის შევსებასა და ზოგადად, ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არაადეკვატური ზომით ხსნის.

„ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები. აუცილებელი იყო ამ რეზერვების დაგროვება და ყოველი მომენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევავსოთ რეზერვები უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იმისათვის, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველო განიხილონ საიმედო ქვეყნად", - განუცხადა დღესაც ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
29

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
84

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
735

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
136

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
565

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
242

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად