18.აპრილი.2016 16:35
ეკონომიკა

რკინიგზით თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდება

რკინიგზით თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდება
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მისი გამტარუნარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი, საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარინარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს. რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ეკონომიკის მინისტრმა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.

"ყველა იმ მიმართულებით, სადაც გვაქვს ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს ინვესტიციის განხორციელება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი სს "საქართველოს რკინიგზას" 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაუჯდება, რომელსაც ევრობონდებიდან მოზიდული სახსრებითა და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს.

სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამჟამად მიმდინარე მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე გამტარუნარიანობას. მისი თქმით, პროექტი 2019 წელს უნდა დასრულდეს, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისიდან საქართველოს შავიზღვისპირეთთან - მაგალითად, ბათუმში ჩასვლის დრო 1 საათით შემცირდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა, ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი. ამჟამად დასასრულს უახლოვდება სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ განთავსებული სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1125 მეტრს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს.

21.ივლისი.2019 20:50
211

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
928

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
420

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად
21.ივლისი.2019 18:40
451

"ფორსაჟი 9"–ის რომელ მონაკვეთს გადაიღებენ საქართველოში?

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:50
258

ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხი ისევ განხილვის ეტაპზეა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:05
220

გიორგი ეზუგბაია: რუსეთის ბაზარი ღვინის მსხვილი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია

ვრცლად