23.ივლისი .2019 21:03

რკინიგზა: თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო სატესტო რეისი შესრულდა

views 672
უკან

დღეს, თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება და სამომავლოდ გადაზიდვის მოცულობის ზრდა იგეგმება.

ცერემონიაში „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალური დირექტორი უიგუნ ალი ისხანი მონაწილეობდნენ.

„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მეჰმეთ ჯაჰით თურანს პროექტის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა