მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიყეზე დაშავებული მეორე ტურისტიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

5d1126cc2b7c7
BM.GE
24.06.19 23:41
7873

ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან სიმაღლიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც IPN-სს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული დაახლოებით, 21:00 საათისთვის გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ამ დროისთვის მესამე დაშავებულს კლინიკა „ამტელ-ჰოსპიტალში“ უტარდება შესაბამისი მკურნალობა.