02.თებერვალი.2016 09:44
ეკონომიკა

რიკოთის უღელტეხილის გზის მოდერნიზებული ვარიანტი, სავარაუდოდ ავტობანი იქნება

რიკოთის უღელტეხილის გზის მოდერნიზებული ვარიანტი, სავარაუდოდ ავტობანი იქნება
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის გზის მოდერნიზებული ვარიანტი სავარაუდოდ ავტობანი იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში აცხადებს, რომ არსებული პროექტის მიხედვით, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ რიკოთის არსებული მოდერნიზებული გზის ალტერნატივა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზა იქნება.

"ხარაგაულის გზა უნდა გამოსულიყო მდინარე ძირულაზე, თუმცა ვფიქრობ, უმჯობესია ეს გზა გავიდეს ზესტაფონზე. მაშინ რიკოთის ურელტეხილის გზის მოდერნიზებული ვარიანტი იქნება ავტობანი და თუ ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ შესაძლოა ეს გზა ფასიანიც კი გახდეს", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
 
მთავრობა აღნიშნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავს. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება შესაძლოა 750-800 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტს, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ავტომაგისტრალი ჯამში 430 კილომეტრი იქნება, მისი დასრულება კი უახლოეს 5-6 წელიწადში იგეგმება.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

22.აპრილი.2019 10:30
44

ვიცეპრემიერი-პანკისის ხეობაზე: გარკვეული ჯგუფების ძალისხმევით ასეთი დაძაბულობა შემოვიდა

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:20
249

“საარსებო მინიმუმი არ მიშნავს იმას, რომ ეს თანხა ადამიანის არსებობისთვის საკმარისია”

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:00
79

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენ გვქონდა შეხვედრა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან

ვრცლად
22.აპრილი.2019 09:04
122

კაკულია: რვა თვეში ვერც თურნავა შეძლებს რადიკალურად განსხვავებული ტემპის შემოთავაზებას

ვრცლად
21.აპრილი.2019 21:10
312

კოვზანაძე თიბისიზე: ბოლო 10-12 წელში ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟი არცერთი ბანკის ირგვლივ არ ყოფილა

ვრცლად
21.აპრილი.2019 21:00
76

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს LSE-ზე

ვრცლად