11.სექტემბერი .2019 09:45

რეზო ვაშაკიძე FDI-ის კლების მიზეზებს შორის საკანონმდებლო აქტების ხშირ ცვლილებას ასახელებს

views 262
უკან

„FDI-ის კლება გამოიწვია იმან, რომ საკანონმდებლო აქტები განსაკუთრებით ბიზნესში მკვეთრად იცვლება,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ 2019 წლის მეორე კვარტალში FDI-ის 54%-იანი კლების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ვაშაკიძე აღნიშნავს, საკანონმდებლო აქტებთან ერთად არსებობს სხვა რიგი საკითხები, რის გამოც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება.

„შრომის ანაზღაურების საკითხი ვინც ზეგანაკვეთურად მუშაობს, რა იქნება ანაზღაურება მათთვის? ასევე სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდა. სწორედ საკანონმდებლო აქტების ცვლილებაა იმის ძირითადი მიზეზი, როდესაც ბიზნესი ფიქრობს ქვეყანაში ჩადოს თუ არა ფული.

საკანონმდებლო აქტები ძალიან ხშირად იცვლება; გარდა ამისა, ახალი კონსტიტუცია მივიღეთ და პლიუს ამას ბევრი განცხადება გავაკეთეთ რა უნდა შევზღუდოთ და რა უნდა გავაკეთოთ.

ასევე, ქვეყანაში ბიუროკრატია გაიზარდა. მაგალითად, თუ მშენებლობაზე ნებართვის მიღებას ადრე ერთი თვე სჭირდებოდა ახლა სამი და ოთხი თვე სჭირდება", - განაცხადა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა 187 მლნ დოლარამდე შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა