მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზერვები, რომლის ხარჯზეც ნათია თურნავა ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას ელოდება

5cd7e479d0a4c
თელარა გელანტია
12.05.19 13:11
1740
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სწრაფ განვითარებას ხელი შეეწყოს. ამის შესახებ მინისტრმა „Forbes კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას - წლიურად 5%-იანი ზრდით რამდენადაა შესაძლებელი ეკონომიკური სიკეთე შევიდეს ყველა ოჯახში, მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და ზოგადად იმ რეზერვებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, ეკონომიკის ზრდას დააჩქარებს. 

"პირველ რიგში, ვიტყვი რომ მარტის შედეგებს რომ ნახავთ, ეკონომიკის 6%-იანი ზრდა გვქონდა და წლიური 5%-იანი პროგნოზი არის იმდენად მაღალი და დინამიური, რომ ჩვენ გამორჩეულად დინამიური და მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა ვართ მთელს რეგიონში. 2-ჯერ და მეტად აღემატება ჩვენი ზრდის ტემპი ჩვენი მეზობლების ზრდის ტემპებს. ამ ტემპით სსფ-ის შეფასებით, ჩვენ სულ დაგვჭირდება 15 წელი რომ გავუტოლდეთ ევროპულ ანალოგებს. არის თუ არა ეს საკმარისი? - რა თქმა უნდა, არაა საკმარისი და ჩვენი ამოცანა არის უფრ სწრაფად განვავითაროთ ეკონომიკა.

არის თუ არა ეს შესაძლებელი, რა თქმა უნდა, არის. ჩვენ ვხედავთ ამის რეზერვებს. ჩვენი ამოცანა და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა არის ის, რომ იმისთვის რომ დავაჩქაროთ ეკონომიური ზრდა და ტემპი ავწიოთ, ყველა ჯერ კიდევ გამოუყენებელი რეზერვი ჩავრთოთ ბრუნვაში. რა არის ეს რეზერვები? ძალიან მარტივია - ეს არის სახელმწიფო ქონება - წინასწარი შეფასებით, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს;

მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორთა მხრიდან. მათ უნდათ, რომ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული, შექმნან სამუშაო ადგილები და აწარმოონ ბიზნესი. დაახლოებით, მლნ ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა - აქედან 300,000 ჰა რეგისტრირებული, 550,000 ჰა მომზადებულია სარეგისტრაციოდ და კიდევ არის გარკვეული რეზერვი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ გარემოს დაცვის და სოფლის და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად, რომ ჩავრთოთ რეგისტრაციაში ის მიწებიც და შემდეგ დავაპაკეტოთ ინვესტორებისთვის.

რეზერვებს შორისაა წიაღისეული, ლიცენზიები - არსებობს გათვლები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ტერიტორიის 10%-ზე არსებული წიაღისეული, რომელიც არის ე.წ. ინდუსტრიული მოპოვებადი წიაღისეული, საინტერესოა სხვადასხვა ინვესტორებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ათვისებული 3.8%. გვაქვს რეზერვი ამის გაორმაგების? - გვაქვს, შეგვიძლია. ანუ ის რეზერვები, რომელიც ჩვენ უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ ზრდა დაჩქარდეს, არის სახეზე. ამ ყველაფრისთვის არის საჭირო ძალიან მორგებული სტრუქტურა, სწორი ადამიანები თავთავიანთ ადგილებზე, პერსონალური პასუხისმგებლობით თითოეულ ამოცანაზე. ეს არის ჩვენი როლი. ეს სისტემა ძალიან სწრაფად უნდა მოვარგოთ ახალ ამოცანებს“, - განაცხადა მინისტრმა.