26.მაისი .2019 20:00

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

views 486
უკან

"ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს.

როგორც მან გადაცემაში "Forbes კვირა" საუბრისას განაცხადა, მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარება დარგს შედეგს არ მოუტანს.

"სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოსა და ბანკების მხრიდან ბევრი ადამიანური რესურსი იყო ჩადებული, მაგრამ ძირითადი პრობლემა იყო და არის ის, რომ კურსი არის აღებული მცირე ფერმერულ წარმოებასთან დაკავშირებით. მცირე ფერმერული საწარმოები არაკონკურენტუნარიანები არიან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს სამხრეთით არის თურქეთი და ჩრდილოეთით – რუსეთი, რომელთაც დიდი საწარმოები აქვთ სოფლის მეურნეობის დარგში და ყოველთვის კონკურენტუნარიანები არიან.

სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი. ეს ფუნდამენტი არის ხორბალი და მარცვლეული. საქართველო შესაძლოა, 4–5 წელიწადში იმპორტიორიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, თუ ჩვენ დავიწყებთ ხორბლის, სიმინდის, მარცვლეულის მოყვანას", – მიიჩნევს რევაზ ვაშაკიძე.

რაც შეეხება ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებულ გამოწვევებს, როგორც ვაშაკიძემ აღნიშნა, იგი ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს Forbes–ის მკითხველს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა