15.აპრილი .2019 23:15

რევაზ არველაძე: სამუშაოებია გასატარებელი, რომ ხალხმა გაიგოს ჰიდრორესურსების მნიშვნელობა

views 377
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტმა პირველ რიგში, ჰიდრორესურსების ათვისებას უნდა შეუწყოს ხელი.

ამასთან, არველაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რა ხელშეწყობის მექანიზმები იქნება კანონში მოცემული, მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, რაც დარგის განვითარებას ხელს უშლის.

"ყველაზე დიდი რესურსი განახლებადი ენერგიებიდან, საქართველოს ჰიდრორესურსი აქვს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველანაირი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, მიუხედავად ტიპის, სიმძლავრისა, ან არის თუ არა ის წყალსაცავიანი, წინააღმდეგობა აქვს მოსახლეობის მხრიდან და ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოებია გასატარებელი, რომ ამ ხალხმა ბოლოს და ბოლოს გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის და თუ ეს არ მოხდა, თავისთავად ცხადია, საქართველო ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩადგება", - განაცხადა არველაძემ.

რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, მთავრობა მას განსახილველად პარლამენტს სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა