მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველი 2022 - როგორი მოსავალია კახეთში?

BM.GE
07.09.22 12:31
217
რთველი კახეთის რეგიონში ახლა აქტიურ ფაზაშია და ამ დროის მონაცემებით, კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 6 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

მთავრობა რთველს წელსაც ასუბსიდირებს, 2022 წლის რთველის სუბსიდირება ჯამში 150 მლნ ლარი გვიჯდება. მთავრობა წელს რეკორდულ - 300 000 ტონა მოსავალს ვარაუდობს. მიმდინარე წლის რთველის მიმდინარეობასა და მევენახეებისა და მეღვინეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, ასევე რამდენად ხარისხიანია წელს მოსავალი და რა იქნება ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება? 

სტუმარი: ზურაბ რამაზაშვილი - "თელავის ღვინის მარანი", დამფუძნებელი;