12.ივლისი .2019 11:00

Reuters: ევროკავშირი თურქეთს მასშტაბური სანქციებით ემუქრება

views 6049
უკან

ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, მასშტაბური სანქციები აამოქმედოს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეკონომიკური შეზღუდვები სავარაუდოდ, უკვე ორშაბათიდან დამტკიცდება.

სანქციები თურქეთთან საავიაციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტას, გარკვეული პროექტების დაფინანსების შეჩერებასა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ კრედიტების გაცემის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ბრიუსელში განმარტავენ, რომ მკაცრი ზომების მიღების გადაწყვეტილება, თურქეთის მიერ, კვიპროსის მახლობლად ბურღვითი სამუშაოების ჩატარების გამო მიიღეს. ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ანკარის მიერ წარმოებული პროცესი უკანონოა და სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბურღვითი სამუშაოების დაწყება თურქეთმა ამ კვირაში გადაწყვიტა,  რომლის შედეგადაც, ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოს მიაგნებს.