მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაიში მდგრადი საავიაციო საწვავით დატვირთული პირველი თვითმფრინავი აფრინდა

BM.GE
01.02.23 08:58
159
გლობალურად, CO2-ის გამონაბოლქვის დაახლოებით 2.8% საავიაციო სექტორზე მოდის. თუმცა, მდგრადი საავიაციო საწვავის, იგივე SAF-ის გამოყენებას, ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით, ემისიების შემცირება 80%-მდე შეუძლია. შესაბამისად, საავიაციო სექტორში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე SAF-ი სექტორისთვის კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღია. სწორედ ამ მიზნით, დუბაიში მდგრადი საავიაციო საწვავით დატვირთული პირველი თვითმფრინავი აფრინდა.