25.აპრილი.2019 23:04
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე დაწესებული რეგულაციების შედეგებზე საუბრობს.

როგორც გვენეტაძე Facebook–ის საკუთარ გვერდზე წერს, ფინანსურ ბაზარზე ახალი პროდუქტები გაჩნდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგია.

"ფიზიკური პირების დაკრედიტებისას პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგები ლარის დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების შეთავაზებები იყო. დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე - "სესხი რეპეტიტორებს", ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს.

ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითები, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისათვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს.

ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება", – წერს კობა გვენეტაძე.

19.ივლისი.2019 13:54
77

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:32
70

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:30
113

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:11
99

ბაკურიანში 3 ახალი სასრიალო ტრასა და საბაგიროები ამოქმედდება – დაიხარჯება 66.5 მლნ ლარი

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:02
136

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 11:27
125

როგორ მოხდება საპენსიო დანაზოგების მართვისას რისკების კონტროლი

ვრცლად