03.აპრილი.2016 16:27
კრიპტოვალუტები

რეგიონების 221 სკოლაში, არჩევითი საგანი "მეწარმეობის საფუძვლები" დანერგვის ეტაპს გადის

რეგიონების 221 სკოლაში, არჩევითი საგანი "მეწარმეობის საფუძვლები" დანერგვის ეტაპს გადის
2015-2016 სასწავლო წლიდან, განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში დანერგვის ეტაპს გადის არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“. საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე მოსწვალეებს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი ასევე, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვის, თვითდასაქმებისა და სხვების დასაქმების საშუალება. საგანი აგრეთვე ეხმარება მოსწავლეებს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.
 
პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბონ, ისინი თანატოლებიდან ირჩევენ კომპანიის დირექტორთა საბჭოს, ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას (სიმულაცია), მომხმარებელთა საჭიროებების კვლევას, იწყებენ საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას და ახდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. სწავლების პროცესში მოსწავლეები ასევე ეცნობიან სხვადასხვა საწარმოების საქმიანობას.

პროექტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, საწარმოში „წალკა ვიტა“ ყველის დამზადების პროცესს გაეცნო და სოფელ სანტაში ფერმა „ალპია სანტა“ დაათვალიერა. პროექტში მოწვეულმა ბიზნეს-კონსულტანტმა საწარმოს დაფუძნებიდან მის წარმატებამდე განვლილი გზა გააცნო მოსწავლეებს.

"ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს კერძო კომპანიების საქმიანობის, სხვადასხვა ოპერაციების მნიშვნელობაზე, რამაც საწარმოების წარმატება განაპირობა. აქვე მოსწავლეებმა შეკვეთაც მიიღეს წარმოებული ყველის ნაწარმისთვის სპეციალური შესაფუთი ჩანთების დასამზადებლად. დღევანდელი შეხვედრა კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად დროული და მნიშვნელოვანია ახლებური მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, რათა ჩვენი ახალგაზრდები მომზადებულნი შეხვდნენ ახალ, თანამედროვე გამოწვევებს“, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

15.ივლისი.2019 21:00
1157

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
3524

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9769

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10475

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9311

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1903

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად