მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Red Wings მგზავრებს საქართველოს ნაცვლად ერევანსა და მახაჩკალაში წაყვანას სთავაზობს

5d10ae7ac38cd
მიხეილ ხაჩიძე
24.06.19 18:50
1152

რუსული ავიაკომპანია Red Wings მგზავრებს, რომლებსაც საქართველოს მიმართულებით ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ, ალტერნატივას სთავაზობს.

კერძოდ, როგორც Red Wings-ში განმარტავენ,  კომპანია მზადაა,  ადამიანებს, რომლებსაც ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ,  ყოველგვარი დანამატის გარეშე, მხოლოდ მარშრუტის ჩასწორებით  მახაჩკალასა და ერევანში გაამგზავროს. 



რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, საქართველოსთან ე.წ. "ტურისტული ემბარგო" დაწესდა და  8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეიზღუდება.