12.ივნისი .2019 14:37

რაზეა დამოკიდებული ანაკლიის პორტში პირველი გემის დადგენილ ვადაში მიღება - კონსორციუმის განცხადება

views 653
უკან

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობამ „ანაკლიის კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა, 6 თვით გაუხანგრძლივა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად.

რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა