მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომღაც საქართველო ინვესტორებს ეძებს მხოლოდ 10-20 მილიონიანი ინვესტიციით"

5d06579059b06
თელარა გელანტია
16.06.19 23:02
4613
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარის საშა ტერნესის აზრით, საქართველოში ბიზნეს გარემო დადებითია.

ამის შესახებ ტერნესმა bm.ge-ის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შეფასებისას განუცხადა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანაში შემოსვლამდე ინვესტორების ყურადღებას აქცევენ.

„ვფიქრობ, ბევრი გერმანელი ინვესტორისთვის და არა მხოლოდ ინვესტორისთვის, არამედ ბიზნესმენისთვის, რომელიც საქართველოში საქმიანობას ეწევა და სხვათა შორის, აქვე დავამატებ, რომ ამ ორს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და რატომღაც საქართველო ინვესტორებს ეძებს მხოლოდ 10-20 მილიონიანი ინვესტიციით, არადა უბრალო ბიზნესმენებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის; რომ დავუბრუნდე შეკითხვას, უმეტესად საქართველოთი დაინტერესების საფუძველი ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ხდება, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრმა მსხვილმა კომპანიამ საკუთარი რეგიონული სათაო ოფისი სწორედ საქართველოში განათავსა და არა მაგალითად, აზერბაიჯანსა ან სომხეთში.

რაც შეეხება სამუშაო ძალას, ჩვენ ძალიან ბევრ ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანს ვხედავთ საქართველოში, მე საქართველოში 20-წლიანი მუშაობის განმავლობაში ყოველთვის მსიამოვნებდა ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავაგრძელოთ პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კადრებისთვის უნარებისა და ცოდნის ამაღლება.

საქართველო საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით საოპერაციო ხარჯების კუთხით, რადგან აქ დანახარჯები გაცილებით დაბალია სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით და ბოლოს“, - განაცხადა ტერნესმა და დასძინა, რომ გარკვეული დაბრკოლებებისა, საქართველოში ბიზნეს გარემო დადებითია.

„დამოკიდებულება კი - უფრო დემოკრატიული, ღია და ლიბერალური სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით“, - აღნიშნა მან.