05.დეკემბერი.2018 19:50
ეკონომიკა, ბიზნესი

რატომ ვერ მიიღებს საქართველო წელს 321 მლნ ლარის საინვესტიციო კრედიტს?

რატომ ვერ მიიღებს საქართველო წელს 321 მლნ ლარის საინვესტიციო კრედიტს?
მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წელს ასაღები ვალის გეგმა 201 მლნ ლარით მცირდება და 1 785.8 მლნ ლარს შეადგენს.

კერძოდ, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები 321 მლნ ლარით მცირდება და 915.8 მლნ ლარით განისაზღვრება.

როგორც კანონპროექტშია განმარტებული, აღნიშნულ ცვლილებას დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ, მომდევნო წლებზე გადანაწილება განაპირობებს.

საინვესტიციო კრედიტების გეგმის შემცირების პარალელურად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ვალდებულებების ნაწილში დაგეგმილი ცვლილებები საბიუჯეტო კრედიტებსა და საშინაო ვალსაც ეხება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საბიუჯეტო კრედიტების გეგმა 105 მლნ ლარით, 455 მლნ ლარამდე იზრდება, საშინაო ვალის კი - 15 მლნ ლარით, 415 მლნ ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ გასული წლების პრექტიკაზე დაკვირვებით, რაც წლის ბოლოსთვის აუთვისებელი რესურსების ჭარბ ხარჯვას შეეხება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას მთავრობას რეკომენდაცია მისცა, რომ აღნიშნულ საკითხს ყურადღება მიაქციოს.

„მნიშვნელოვანია, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან ყურადღება გამახვილდეს წლის ბოლოს ასიგნებების მასშტაბური ათვისების თავიდან აცილებაზე. რეკომენდაცია არ ეხება კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისთვის და დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯებისთვის წინასწარ დაგეგმილი ასიგნებების დეკემბრის თვეში ათვისებას“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში.

აუდიტის სამსახურის შენიშვნის საპასუხოდ, წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასახაჯი თანხების დაგროვება, ფინანსთა სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ათვისების სპეფიციკით ახსნა და ამ არგუმენტის გასამყარებლად კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.

„გასათვალისწინებელია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დაწყებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი მე-4 კვარტალშია გათვალისწინებული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კაპიტალური პროექტების ათვისებაში სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პროექტების ნაწილის განხორციელება გადაინაცვლებს 2019 და შემდეგ წლებში, ასევე საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება, ცვლილება შედის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში და მცირდება იმ პროექტების ასიგნებები, რომელთა ათვისება მიმდინარე წელს ვერ ხორციელდება“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განმარტებაში.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ზოგადად, გასული თვეების ხარჯვის საშუალო მაჩვენებლის შედარება წლის ბოლო თვეებთან, არასწორია, „ვინაიდან ხშირ შემთხვევებში სწორედ წლის ბოლოა, ხელშეკრულებების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოებისა და საქონლის მიწოდების და შესაბამისად, თანხის ანაზღაურების ვადად“.
ავტორი: დათო ჯალაღონია

24.ივნისი.2019 12:57
83

"თიბისიმ" რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება გამოაქვეყნა

ვრცლად
24.ივნისი.2019 12:28
89

კახა კალაძე: პარტიის თავმჯდომარისგან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მოვისმინეთ

ვრცლად
24.ივნისი.2019 11:51
257

„ავიამიმოსვლის შეწყვეტა სიგნალია იმის, რომ რუსეთმა შესაძლოა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს“

ვრცლად
24.ივნისი.2019 10:49
617

ზაზა ოქუაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ივნისი.2019 09:40
517

„ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს“

ვრცლად
24.ივნისი.2019 09:00
626

„საყოველთაო ჯანდაცვამ მოიტანა ის, რომ სოკოებივით მრავლდებიან კლინიკები“

ვრცლად