13.ივნისი.2019 15:10
ეკონომიკა

რატომ შემცირდა სამშენებლო ნებართვების გაცემა? - ვიცე-მერის პასუხი

რატომ შემცირდა სამშენებლო ნებართვების გაცემა? - ვიცე-მერის პასუხი
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემის შემცირებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ხმალაძემ უპასუხა bm.ge-ს შეკითხვას, რომლის მიხედვითაც სამშენებლო ნებართვების გაცემის შემცირებას ნეგატიური გავლენა აქვს ეკონომიკაზეც და მშპ-ში მშენებლობის წილი მცირდება, ასევე მცირდება სექტორიში დასაქმებულთა რიცხვი.

ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ არ შეიძლება უსაზღვროდ ვიფიქროთ ეკონომიკურ განვითარებაზე ურბანული სივრცეების ამოვსების ხარჯზე.

"მუნიციპალიტეტი არის ის სტრუქტურა, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი. თქვენ ახლა კითხვას სვამთ ბიზნესსექტორის მხრიდან, რომ ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს თითოეული უარი სამშენებლო ნებართვაზე. ჩაგიწერივართ ძალიან ხშირად იმაზეც, რომ მოსახლეობა არის უკმაყოფილო ნებართვების გაცემის გამო. ამას აქვს ორი მხარე.

მუნიციპალიტეტმა უნდა დაიცვას ბალანსი: რაც სწორია ის უნდა აშენდეს, რაც არ არის სწორი, არ უნდა აშენდეს. ჩვენ ახლა ტრანსფორმაციის პერიოდი გავიარეთ და კიდევ გავდივართ.

ახალი გენერალური გეგმა დამტკიცდა მუნიციპალიტეტში და გადავდივართ ერთი გეგმიდან მეორეზე, რაც რა თქმა უნდა, გამოიწვევდა შეფერხებებს სამშენებლო ნებართვების გაცემის მიმართულებით, თუმცა, ეს არ არის უარესი, ვიდრე იყო გასულ წელს.

ჩვენ შეიძლება გავაკრიტიკოთ არქიტექტურის სამსახური, თითოეულ უარზე მშენებლობის მიმართულებით, მაგრამ ამ უარს აქვს თავისი დასაბუთება და მიზეზი. ამასთან, როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ჩვენ ავკრძალეთ კ2 კოეფიციენტის მატება და რა თქმა უნდა, ბიზნესის კუთხით ესეც არ არის ხელსაყრელი და პოპულარული გადაწყვეტილება"-აცხადებს ხმალაძე.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

20.ივნისი.2019 00:25
71

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 23:00
103

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები”

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:35
228

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:00
189

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:30
269

„ორივე მხარე კმაყოფილი ვართ“, - Tav Georgia-სა და Georgia airways-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:00
184

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად