15.აპრილი.2019 19:20
ეკონომიკა

რატომ შემცირდა იმპორტი და რა გავლენა ექნება ამას ეკონომიკაზე - ანალიტიკოსის მოსაზრება

რატომ შემცირდა იმპორტი და რა გავლენა ექნება ამას ეკონომიკაზე - ანალიტიკოსის მოსაზრება
PMCG კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი ხიშტოვანი 2019 წლის პირველ კვარტალში იმპორტის თითქმის 5%-იან შემცირებას 1 იანვრიდან ამოქმედებული ე.წ. საბანკო რეგულაციებით ხსნის.

საქმე იმაშია, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2,807,000,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $826 მილიონი აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - $1,98 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.7%-ით ჩამორჩება.

როგორც ანალიტიკოსი bm.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, იმპორტის კლება ქვეყანაში მოხმარების შემცირების კარგი ინდიკატორია.

„საბანკო რეგულაციების შედეგად გაყიდვების მაჩვენებლის შემცირება იმპორტიორ კომპანიებზე პირდაპირ აისახა. მოგეხსენებათ, იმპორტიორი კომპანია მარაგების შევსებას წინასწარ ახდენს. ვიცით, რომ ზოგადად, ვაჭრობის და მშენებლობის სექტორი შემცირებულია. გაყიდვების კლებიდან გამომდინარე, კომპანიები მარაგების შევსების ზრდის კომპონენტს არ ითვალისწინებენ და ეს შესაბამისად, იმპორტის კლებაზე აისახა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ანალიტიკოსის შეფასებითვე, პირველ კვარტალში იმპორტის შემცირება მოსალოდნელი იყო, რადგან დინამიკაში კლების ტენდენცია ისედაც ჩანდა.

ამასთან, ხიშტოვანის თქმით, შენელებულია ეკონომიკური აქტივობაც.

„რაც უფრო აქტიურები ვართ ეკონომიკურად, მით უფრო მზარდია მოხმარება და იმპორტიც იზრდება. ახლა ჩვენ ვაწყდებით რეალობას, რომ ეკონომიკური აქტივობის პროცესი შენელებულია, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის და მშენებლობის მიმართულებით. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ იმპორტის კლება არის შედეგი იმის, რომ ერთი მხრივ, მოხმარების ნაწილში საყოფაცხოვრებო პროდუქციის და ტექნიკის მოხმარება შემცირებულია, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობების აქტივობებიც არის შეჩერებული. შესაბამისად, მშენებლობების აქტივობების კლება სამშენებლო მასალებზე იმპორტის შემცირებას იწვევს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა და დასძინა, რომ თუ იმპორტის კლების ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება, ეს საერთო ეკონომიკურ მაჩვენებელზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რადგან მოხმარების კლება ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე აისახება.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

25.აპრილი.2019 10:20
46

გიორგი ჯახუტაშვილი: 2 წელში გასაკეთებელი საქმე იწელება 5-6 წელი

ვრცლად
25.აპრილი.2019 09:50
72

"ევროკავშირში ექსპორტი, ძირითადად, ბულგარეთის და რუმინეთის ხარჯზე გაიზარდა"

ვრცლად
25.აპრილი.2019 09:03
252

"ქსელური სავაჭრო ობიექტების გადასახადები ბანდიტიზმი და ყაჩაღობაა - დისტრიბუტორების ჩაძირვა უნდათ"

ვრცლად
25.აპრილი.2019 00:23
126

კიდევ რომელი სოფლები მიიღებენ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს?

ვრცლად
25.აპრილი.2019 00:10
114

მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის მზის პანელების გადაცემას წლის ბოლოს გეგმავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 23:14
259

ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვის შესახებ მინისტრის ბრძანება შესაძლოა გაუქმდეს

ვრცლად