მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიყვანა შსს-მ პანკისის ხეობაში სპეცრაზმი? - გიორგი გახარიას პასუხი

5cbc5c012b00d
თელარა გელანტია
21.04.19 16:02
1033
შს მინისტრმა გიორგი გახარია პანკისში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

„შს სამინისტროს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ და მათ ითხოვეს მხარდაჭერა უსაფრთხოების მიზნით, რადგან დღეს იწყებოდა მშენებლობა, ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ გამოვიდნენ, მათ ამოჰყვა 35 პოლიციელი. მას შემედეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა, სამწუხაროდ, და მათ დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, შსს იყო იძულებული, რომ ძალების მობილიზება მოეხდინა. აქ უნდა დავსვათ წერტილი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შს სამინისტროს ვერავინ შეუზღუდავს მოქმედების არეალს და ის ვალდებულია, დაიცვას ყველას უსაფრთხოება.

გიორგი გახარია ამ წუთებში პანკისის ხეობის მოსახლეობას ხვდება.