12.ივლისი .2019 21:00

რატომ "კი" - დასავლეთს და "არა" - რუსეთს? - ელენე კვანჭილაშვილის ედიტორიალი

views 1170
უკან

რატომ "კი” დასავლეთს და "არა" რუსეთს? ამ კითხვაზე პასუხი გუშინაც მივიღეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე”, რომელიც ბათუმში გაიმართა. 


რას გვიკეთებს რუსეთი? სანამ პოლიტიკურად აწყობს, მანამ გვიხსნის ბაზარს და როცა პოლიტიკურად არ აწყობს, მომენტალურად გვიწესებს ემბარგოს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას, როგორც მაგალითად იგივე ICAO-ს წევრს ან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, ასე ერთპიროვნულად სანქციების დაწესება. მეტიც, თავს არ იწუხებს და როცა ეკითხებიან, არის თუ არა ეკონომიკური სანქციები პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, იქვე ღიად ამბობს, რომ დიახ, ხარისხი სინამდვილეში მეასეხარისხოვანია.

რას გვიკეთებს დასავლეთი? ამ ფორუმზეც გამოჩნდა, რომ მაგალითად, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული; მაგალითად, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ახალი საგრანტო პროექტი დაანონსა - გრანტის აღწერაში ნათქვამია, რომ მისი ბენეფიციარი შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს 200 ათასდოლარიან მხარდაჭერას სთავაზობს იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებით აითვისოს ევროკავშირის რეგულაციები და მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ღირებულებების დაცვაში, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება - ჩემთვის ეს დონალდ ტუსკის გუშინდელირატომ კი - დასავლეთს და არა - რუსეთს? ამ კითხვაზე პასუხი გუშინაც მივიღეთ აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ბათუმში გაიმართა.

ვაჟას ციტირება ქართულად. მართლა მინდა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და მოვისმინოთ ეს ფრაზა.

“მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს და ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია",- ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობასდა ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილიკოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი",- ამბობს ტუსკი.

კიდევ ერთხელ - დიდი მადლობა დონალდ ტუსკს იმის შეხსენებისთვის, რაც პრინციპში თავად სულ უნდა გვახსოვდეს.

ახლა ისევ ბიზნესს და ფულს მივუბრუნდეთ. IDFI-ს კვლევა მოვიძიე თქვენთვის. 1995-2017 წლებში ყველაზე მეტი უსასყიდლო ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოყო - მილიარდ 30 მილიონი ამერიკული დოლარი. ამავე პერიოდში ევროკავშირმა საქართველოს 704 მილიონი ამერიკული დოლარის უსასყიდლო ფინანსური დახმარება გამოუყო.



ახლა შევხედოთ ქვეყნებს. ამერიკა, გერმანია, ჰოლანდია, იაპონია, ჩინეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, საბერძნეთი - რამეს ამჩნევთ? თუ ვერა, მე გეტყვით - ამ ჩამონათვალში რუსეთი არ ფიგურირებს. ამიტომ როგორც არ უნდა შევხედოთ, ერთმორწმუნე მეზობლისგან მხოლოდ მავთულხლართები გვრჩება და კარგია ეს - სულ გვახსოვდეს.