14.აპრილი.2019 20:30
ეკონომიკა

რატომ გადაიფიქრა სოსო ორჯონიკიძემ "საქართველოს ნაპირის” შექმნა?

რატომ გადაიფიქრა სოსო ორჯონიკიძემ "საქართველოს ნაპირის” შექმნა?
ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე BM.GE-თან საუბარში განმარტავს, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან პეტრას ციხემდე არსებულ ნაპირზე, რამდენიმე წლის წინ პროექტის განხორციელების იდეა ჰქონდა, რომელიც ამ ტერიტორიას განავითარებდა, თუმცა პროექტის განხორციელებას, მისი თქმით, რკინიგზა უშლიდა ხელს.

როგორც ორჯონიკიძე ამბობს, რკინიგზის გადატანაზე მოლაპარაკებები მაშინდელ ხელისუფლებასთან ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი ვერ გადაწყდა.

ბიზნესმენის თქმით, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით განვითარების იდეა აჭარის მთავრობას აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიაზე ნაკვეთები გაიყიდა, ის მასშტაბური პროექტის განხორციელებით დაინტერესებული აღარ არის.

"საქართველოს ჰქონდა 124–კილომეტრიანი სანაპირო, ნახევარი უკვე დაკარგულია. დანარჩენი ტერიტორიებიდან ზოგს სპეციალური დანიშნულება აქვს, ზოგი ისე არის განვითარებული, რომელსაც არაფერი ეშველება. დარჩა ერთადერთი – ბოტანიკური ბაღიდან პეტრას ციხემდე ტერიტორია. გვქონდა იდეა რომ ამ ნაპირისთვის დაგვერქმია "საქართველოს ნაპირი", შეგვემუშავებინა ერთიანი გეგმა და უკვე ალტერნატიული ენერგო წყაროების ხარჯზე გაგვეყიდა მიწის ნაკვეთი პროექტის სახით. ამისთვის საჭირო იყო რკინიგზის გადატანა, რომელიც ათავისუფლებდა 10 000-მდე ჰექტარს. მაშინ მე გავრისკავდი. ეს ის საკითხია, რომელიც მთავრობასთან უნდა დააყენო. ამის თაობაზე იცოდა ღარიბაშვილმაც და კვირიკაშვილმაც. ბახტაძისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ ერთი თვის წინ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაქვი-ბობოყვათის ზოლის კომპლექსურ განვითარებაზე, მაგრამ მე მგონია, რომ ის ცოტა დაგვიანებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი უკვე გაყიდულია. ისე ერთიანად რომ გინდოდეს რაიმეს გაკეთება, როგორც ადრე მქონდა იდეაში, აღარ გამოვა", - განმარტავს ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

24.აპრილი.2019 17:34
52

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
131

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:00
59

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:35
61

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:23
162

"სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირებადი გახდება"

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:00
78

რატომაა კარგი ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის დაწყება? - მწარმოებელთა ფედერაციის მოსაზრება

ვრცლად