21.ივლისი .2019 15:55

რატომ გადაეცა "საქრუსენერგო" საპარტნიორო ფონდს?

views 707
უკან

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია "საქრუსენერგოს" 50%-იანი წილი სახელმწიფოს კუთვნილ "საპარტნიორო ფონდს" გადასცა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

"საქრუსენერგო" მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი აქტივი კავკასიონის ქედზე გამავალი გადამცემი ხაზია. "საქრუსენერგოში" 50-50%-იან წილებს საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოები ფლობენ.

"საქრუსენერგოს" აქტივები დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს.

"საპარტნიორო ფონდს" უკვე ეკუთვნის რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული აქტივი, მათ შორის 100%-იანი წილი საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, გარდაბნის თბოსადგური, სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და მინორიტარული წილი "თელასში".

როგორც საპარტნიორო ფონდში განგვიცხადეს, "საქრუსენერგო" ფონდს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის გადასაცემად მისცეს და ის ამიერიდან ელექტროსისტემის შვილობილი კომპანია იქნება.

"საქრუსენერგო" 1996 წელს საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის გადაწყვეტილებით დაფუძნდა. სააქციო საზოგადოების აქციონერები საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა სააქციო საზოგადოება "ფედერალური საქსელო კომპანია" არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა