მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვირუსებია საქართველოში გავრცელებული?

BM.GE
29.11.22 13:30
314
ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ვირუსები გააქტიურდა ქვეყანაში. მართალია კოვიდ ინფიცირებულების სტატისტიკა საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ამჯერად სხვა ვირუსებია აქტიური. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ძირითადად ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი და ცირკულაციაში გამოჩნდა გრიპის ვირუსები, უფრო მეტად დაფიქსირდა A-ტიპის. შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. თუ ადამიანს არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაშინ ამ ვირუსს გადაიტანს მსუბუქად. უნდა დარჩეს ბინაზე და მიმართოს ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმების ქსელი სრულად არის მობილიზებული, ხოლო თუ საჭირო გახდება ჰოსპიტალიზაცია, საწოლფონდი საკმარისად გვაქვს. ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იყო, მაგრამ ახლა ესეც შემცირდა, რადგან ოჯახის ექიმები წარმატებით ართმევენ თავს ამ პრობლემას ბინაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა, რა ვირუსებთან გვაქვს საქმე და რამდენად მზად არის სამედიცინო სექტორი, გაუმკლავდეს ინფიცირებულთა მომატებულ სტატისტიკას? 

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - თსსუ-ს სამედიცინო დოქტორი, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი;