მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ფერხდება კაპიტალის ბაზრის განვითარება? - არჩილ გაჩეჩილაძის მოსაზრება

5c9a16214d6e0
ლევან თაღიაშვილი
26.03.19 16:52
1141
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ბაზრის სიმცირეა.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე დაბალი შემოსავლის გამო, დანაზოგების შენახვა ქვეყანაში თითქმის ვერ ხერხდება, რაც კაპიტალის ბაზრისთვის დამატებითი ბარიერია.

„ბოლო პერიოდში საფონდო ბაზრის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. მთავარი შემზღუდველი ამ კუთხით საქართველოს ეკონომიკის მცირე მასშტაბია. ეს როგორც ქვეყნის ზომიდან, ასევე ერთ სულ მოსახლეზე მცირე შემოსავლიდან გამომდინარეობს. თუმცა, დაგროვებით ნაწილში უფრო მეტ ადამიანს უჩნდება დანაზოგი. ამასთან ერთად, საპენსიო რეფორმიდან გამომდინარე, ყველა ადამიანის სახელზე თანხის დაგროვება ხდება. ეს გარკვეული საფუძველია იმისთვის, რომ ობლიგაციების გამოშვების შემთხვევაში, გარკვეული საინვესტიციო თანხები გაჩნდეს“, - აღნიშნა მან.

გაჩეჩილაძე ობლიგაციებთან ერთად აქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მისთვის განვითარების მეორე ეტაპია.

მისი თქმით, გარკვეული ემისიები შესაძლოა განხორციელდეს, თუმცა საეჭვოა ამ პროცესმა მასიური ხასიათი მიიღოს.

„აქციების მასიურად გამოშვება დაკავშირებულია საფონდო ბირჟის საკმაოდ რთულ ინფრასტრუქტურასთან. როგორც კორპორატიული, ასევე იურიდიული მმართველობის კუთხით, რომლებიც უკვე არსებობს ნიუ-იორკში, ლონდონში და ა.შ. სხვა, პერიფერიულ მხარეს, ვარშავაც კი არ ითვლება ძალიან დიდ განვითარებულ ფინანსურ სისტემად, ამიტომაც უფრო დიდი ნაბიჯები მგონია, რომ ობლიგაციების კუთხით გადაიდგმება“, - განმარტა გაჩეჩილაძემ.