მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დატოვეს საპარტნიორო ფონდი ბანკებმა - უწყების განმარტება

5d0f4afc0fb20
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.19 15:36
1351
ბანკებისგანაც მოდიოდა ეს ინიციატივა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი როლი ფონდში გადაწყვეტილების მიღებაზე ბოლო პერიოდში დაბალი იყო,- ამის შესახებ გადაცემა „ფორბს კვირაში“  საპარტნირო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ  გიორგი დანელიამ განაცხადა.

დანელიამ ახსნა, რატომ გაუშვეს ბანკები ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან.

“მათი ჩართულობა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში თავიდან განაპირობა იმან, რომ თუ მათ მოეწონებოდათ ფონდის რომელიმე პროექტი, შეეძლოთ დამოუკიდებლად დაეფინანსებინათ. ჩვენ ბუნებრივია, ამას მივესალმებით, რადგან მათთან კონკურენციაში არ შევდივართ. თუმცა, ეს შემდეგში შეიძლება გადაზრდილიყო ინტერესთა კონფლიქტში”,- აცხადებს დანელია.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მათი ინიციატივაა, რომ ბანკების ნაცვლად სამეთვალყურეო საბჭოს მმართველობაში უფრო მეტად ჩართონ საერთაშორისო ორგანიზაციები.

“ვმუშაობთ პროცედურაზე, რის მიხედვით შეიძლება მათი მოწვევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ თვითონ დავაყენეთ ცვლილებების აუცილებლობა და მათგან გვაქვს მხარდაჭერა, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები”,- აცხადებს დანელია.

"საპარტნიორო ფონდში" ცვლილებები დაიწყო - სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკები გაუშვეს