12.სექტემბერი .2019 14:36

რატომ არ პასუხობს ვალერიან ხასაშვილი "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე" მედიის კითხვებს?

views 388
უკან

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან ხასაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, როგორ აღმოაჩინა მათმა სამსახურმა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაზის და ბადრი ჯაფარიძის მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე დარღვევები.

ვალერიან ხასაშვილი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, სდაც კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რის შემდეგაც მან ჟურნალისტების კითხვებს სხვა თემებზე არ უპასუხა და აღნიშნა რომ "ეს დღევანდელ საკითხს არ ეხება".

მან ასევე არ უპასუხა შეკითხვას, რატომ მოითხოვა ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება.

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების გაყინვას გეგმავს. თიბისი ბანკის ჯგუფის დამფუძნებელი პარტნიორების განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და მას მათ შესახებ არსებული ინფორმაციის გაგზავნა მოთხოვა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფრსომა, ვალერიან ხასაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადა, რომ ის "სისულელეზე" კომენტარს ვერ გააკეთებდა და რომ აღნიშნული საკითხი კონფიდენციალური იყო.

"უკაცრავად ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ჯერ ერთი კონფიდენციალურია ყველანაირი ინფორმაცია, მეორე სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ვალერიან ხასაშვილმა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა