06.დეკემბერი.2018 17:16
ეკონომიკა, მსოფლიო, ბიზნესი

რატომ აირჩია ავსტრიის პრეზიდენტის შვილმა საცხოვრებლად საქართველო

რატომ აირჩია ავსტრიის პრეზიდენტის შვილმა საცხოვრებლად საქართველო
ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ვან დერ ბელენის შვილმა ფლორიან ვან დერ ბელენმა 2018 წლის მაისში საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა უკვე საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასაც გეგმავს.

ფლორიან ვან დერ ბელენს ტურიზმის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომაც გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება საქართველოშიც გამოიყენოს.

ის, ასევე ბიზნეს-კონსალტინგითაც არის დაკავებული და პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს აცნობს.

„ჩემი ნარატივი საქართველოზე აღვიძებს სიყვარულს ამ ქვეყნის მიმართ პოტენციურ ინვესტორებში და საინვესტიციო შესაძლებლობებს აცნობს მათ. ევროპელებს საქართველო დღემდე ეგზოტიკურ ქვეყანად მიაჩნიათ, თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რწმუნდებიან, რომ ეს ასე არ არის. საქმიან ადამიანებს საქართველოს ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები“, - აცხადებს ინტერნეტ გამოცემა SOVA-სთან ინტერვიუში ფლორიანი.

გამოცემის მიხედვით, ავსტრიის პრეზიდენტის ვაჟმა საქართველოს შესახებ პირველად სამხრეთ კორეაში პრესკონფერენციაზე ჩასული საქართველოს დელეგაციის წევრებისგან შეიტყო.

როგორც ფლორიანი ამბობს, სწორედ მაშინ მისცა საკუთარ თავს პირობა, რომ აუცილებლად მოხვდებოდა ამ ქვეყანაში და ეს პირობა ზუსტად ერთი წლის შემდეგ შეასრულა.

თბილისში 2017 წლის აპრილში  საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა და ერთი კვირით დარჩა.

„როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვერც კი ვიძინებდი. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. იცით როგორც ვიყავი?! აი, განსაკუთრებულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ რომ აცნობიერებ, რომ შეყვარებული ხარ მასზე“, - იხსენებს ფლორიანი.

პირველი ვიზიტის შემდეგ ავსტრიელი ბიზნესმენი უკეთ გასაცნობად კიდევ რამდენჯერმე ეწვია ქვეყანას.

აღიარებს, რომ კონფერენციაზე ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შეფასებებთან დაკავშირებით მათ არ დაუჯერა, ამიტომ გადაწყვიტა ქართველი ჩინოვნიკების სიტყვების სისწორეში პირადად დარწმუნებულიყო.

„მსურდა გადამემოწმებინა, მართლა იყო თუ არა საქართველო ლიბერალური, კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა და მართლა ჰქონდა თუ არა ქვეყანას ის უპირატესობები, რაზეც მიყვებოდნენ“, - ყვება ის.

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საინვესტიციოდ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებად საქართველოში სამშენებლო სექტორს, ნარჩენების გადამუშავებასა და ენერგოსექტორს მიიჩნევს.

„პრეზიდენტობა - ეს მამაჩემის მიღწევაა და არა - ჩემი. ბევრი ადამიანი მეკითხება, რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში მამაჩემის გაპრეზიდენტების შემდეგ, მე კი მათ ვპასუხობ რომ აბსოლუტურად არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლა მე მას უფრო იშვიათად ვხედავ“, - აცხადებს ფლორიანი.

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს საკუთარი ბიზნესის სრულად გადმოტანას საქართველოში.

ფლორიანი აღიარებს, რომ იმ ქვეყნისგან (საქართველო) მოშორებით ცხოვრება, რომელიც პატარა ბავშვივით შეუყვარდა, უფრო და უფრო რთული ხდება.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

23.აგვისტო.2019 19:20
5

ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ მცირე სასტუმროების მფლობელებს ახალი ინიციატივა გააცნეს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:10
10

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
211

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
483

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
138

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
146

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად