15.აპრილი.2019 20:15
საფინანსო სექტორი

„რასაც სადაზღვევოები ითხოვენ, ეს ზედამხედველის ფუნქცია არ არის“

„რასაც სადაზღვევოები ითხოვენ, ეს ზედამხედველის ფუნქცია არ არის“
სადაზღვევო ინდუსტრია მათ მიერ საკანონმდებლო დონეზე საბანკო სექტორისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვის თხოვნით მთავრობისთვის მიმართვის შემდეგ, ამჯერად კანონის დონეზე სადაზღვევოებისთვის ფარმაცევტული და სამედიცინო ბიზნესის ფლობის გამიჯვნას ითხოვენ.

„დაზღვევის კავშირმა“, რომელიც 4 სადაზღვევო და 7 საბროკერო კომპანიას აერთიანებს, შესაბამისი ინიციატივა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, სექტორის სხვა წარმომადგენლებს და ბიზნესომბუდსმენს წარუდგინა. მათი პოზიციაა, რომ არაპროფილური ბიზნესების ფლობა ბაზარზე არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ქმნის, მომხმარებლებს კი ხარისხიანი სამედიცინო სერვისები არ მიეწოდება.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სადაზღვევოების მიერ არაპროფილური ბიზნესების ფლობა ბაზარზე პრობლემას ქმნიდეს.

სანამ ზედამხედველს კონკრეტული პოზიცია ექნება, ის აპირებს ყველა მხარესთან დეტალებზე საუბარს. ონოფრიშვილის თქმით, ის რასაც სადაზღვევო სექტორი ითხოვს, მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე შეიძლება დარეგულირდეს, რაც არა ზედამხედველის, არამედ მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია.

„მათი შეხედულებაა, რომ ასეთ დროს ისინი არიან რთულ მდგომარეობაში და ვერ უწევენ სათანადო კონკურენციას. ჩვენ ყველა მხარეს ვუსმენთ, დღევანდელი მდგომარეობით, სერიოზული დომინირება არ არის, მაგრამ შეიძლება შესაძლო პოტენციალი იმისა არსებობდეს, რომ მოხდეს პრობლემების წარმოქმნა.

გავივლით იმ დეტალებს, რასაც დაზღვევის კავშირი აყენებს. მათი პოზიციებია, რომ ბანკი თუ აფუძნებს სადაზღვევოს, იქ 10%-ზე მეტი არ იყოს მათი მონაწილეობა, ასევე როგორც სხვა შემთხვევაში, შეიძლება სავადმყოფოების და აფთიაქების ნაწილში ასე არის, რომ რეალურად შეიზღუდოს მომავალშიც ბანკების მხრიდან დაარსდეს რაიმე სადაზღვევო კომპანია.

ზედამხედველობის სამსახური გადაწყვეტილებას არ იღებს, თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდება ეს საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობის გადასაწყვეტია. სადაზღვევოები რასაც ითხოვენ ეს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებით არის შესაძლებელი. ზედამხედველის ფუნქცია ეს არ არის“-აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

24.აპრილი.2019 20:43
171

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
134

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:08
146

რატომ ეწინააღმდეგება ფინანსური მონიტორინგის სამსახური სებ-ში დაბრუნებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:34
159

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
259

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 11:31
165

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა დაუწესა

ვრცლად