მიწის ზოგიერთ მესაკუთრეს, რომელიც თბილისში ფლობს ნაკვეთს, პრობლემები მას შემდეგ წარმოეშვა, რაც დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცეს. საქმე ისაა, რომ ახალი გენერალური გეგმით ზოგიერთ ადგილს დედაქალაქში ზონირება შეეცვალა, შესაბამისად, იქ, სადაც მშენებლობა დაშვებული იყო, გენგეგმამ აკრძალა და პირიქით-სარეკრეაციო სივრცე სამშენებლოდ იქცა. აქედან გამომდინარე, გამოჩდნენ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა დღეს 10-მდე ასეთ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მიწის მესაკუთრეების უფლებების შელახვა.
ვის და რამდენ მიწის ნაკვეთზე აქვს პრეტენზია ამის გარკვევას bm.ge თბილისის მერიასთან შეეცადა, თუმცა დედაქალაქის ვიცემერს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
მისი თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც გენერალური გეგმა თბილისის მერიამ დაიწუნა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო. მერიას გენგეგმის ავტორებისგან სჭირდებოდა გადაწყვეტის კონკრეტული გზები, რა შეიძლებოდა შეეთავაზებინა მუნიციპალიტეტს მიწის მესაკუთრეებისთვის.
“გენერალური გეგმის დოკუმენტში არის რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მუნიციპალიტეტი ასეთ შემთხვევაში. არის რამდენიმე ალტერნატივა, ესენია მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, ფულადი კომპენსაცია და ცალკეულ შემთხვევებში სწორი ურბანული გეგმარებიდან გამომდინარე ძველი ზონირების განხილვა და დაბრუნება”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
მისივე თქმით, მერია აპირებს, გეგმა შეიმუშავოს და ე.წ. მიწის ბანკი შექმნას კონკრეტული პროექტებით, რომელსაც ადგილმონაცვლეობისთვის კერძო პირებსა თუ ბიზნესებს შესთავაზებს.
“მერია აპირებს, მუციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თვითონ დააგეგმაროს განაშენიანება, ცარიელი მიწის ნაკვეთებიდან ჩვენ უნდა შევქმნათ საპრივატიზებო აქტივები, დავამტკიცოთ გრგ-ები და ეს მიწის ნაკვეთები გამოვიყენოთ მონაცვლეობისთვის.
რა აქვს განსხვავებული ამ მიწის ნაკვეთებს? გარდა გრგ-ებისა, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს გასწევს მუნიციპალიტეტი, რომ მივიდეს გზა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი დაინიშნოს. ამ მიწის ნაკვეთებზე მოხდეს სწორი ქალაქგეგმარება და მათი კომერციული ღირებულების ზრდა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ მუნიციპალიტეტის მიწის ბანკი, რომელიც გამოყენებული იქნება ასეთი ტიპის მონაცვლეობისთვის”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი