26.მაისი .2019 21:10

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

views 724
უკან

"წელს ქუთაისის ბრენდინგი უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს იმერეთის რეგიონის ბრენდინგზე, რომლის დასრულებისთავე დაიწყება ქუთაისის ბრენდინგი, რომელიც როგორც ერთიანი სამოქმედო გეგმის, ისე ლოგოტიპისა და სლოგანის შემუშავებას გულისხმობს.

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქს ბრენდინგი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რადგან ეს პროცესი ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას გააერთიანებს, რომელიც ვიზიტორებისთვის საინტერესოა.

"ჩვენი გადაწყვეტილებით ქალაქის ბრენდინგი უნდა იყოს ერთიან კონცეფციაში ქვეყნის და რეგიონის ბრენდინგთან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით იმერეთის რეგიონის ბრენდინგის დასრულებას, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. კონცეფცია უკვე შემუშავებულია. ამ ბრენდინგის საფუძველზე შექმნილია უკვე ოფიციალურად იმერეთის DMO, რომელიც არის მნიშვნელოვანი მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.

ერთ-ერთი პირველი ამოცანა იქნება სწორედ ბრენდინგის დასრულება, კონცეფციის დასრულება და სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ამის შემდგომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმერეთის და ქვეყნის ბრენდინგიდან გამომდინარე, დასრულდება ქუთაისის ბრენდინგი, რომლიც იქნება შესაბამისობაში საერთო კონცეფციასთან", - ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.