11.ივნისი.2019 23:20
საზოგადოება

რამდენი პედაგოგი დათანხმდა სკოლის დატოვებას?

რამდენი პედაგოგი დათანხმდა სკოლის დატოვებას?
12 000 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს აღებას ნახევარი დათანხმდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლის დატოვების სურვილი 6 000-მდე პირმა დააფიქსირა. პედაგოგების საკმაოდ დიდი რაოდენობა კი, ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა 31 000-ზე მეტია, მაშინ როდესაც წინა გამოცდაზე რეგისტრირებულ პირთა ჯამური რაოდენობა 17 000 იყო.

ინფორმაციისთვის, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიეცემათ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუკი გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას ვერ შეძლებენ.

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა. ჯილდო კი, საპენსიო ასაკის 12 000-მდე პედაგოგისთვის 2-წლიანი ხელფასით (საშუალოდ 8 000 ლარით) და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევით განისაზღვრება.

რეფორმის ფარგლებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზაფხულსა და შემოდგომაზე ორ გამოცდას ჩაატარებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ისინი კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, 2020 წლიდან სამინისტრო მათთან დროებით ხელშეკრულებებს გააფორმებს.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

19.აგვისტო.2019 10:16
180

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:00
95

ვადა დღეს იწურება - „რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველი ამ დრომდე არაა ცნობილი

ვრცლად
18.აგვისტო.2019 19:00
246

BDO კიბერუსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:20
159

შსს: ხვალიდან თბილისსა და რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, რიგ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:00
322

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

ვრცლად
18.აგვისტო.2019 11:10
137

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

ვრცლად